www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჭრელი აბანო
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასმელის შეკვეთის მიღება და/ან მიმტანის მიერ აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** სტუმრებისათვის ანგარიშის მომზადება და ნაღდი, თუ უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
** ბარის მარაგების შევსება სასმლით და სხვა საჭირო ინვენტარით;
** ბარის ინვენტარის გაფრთხილება, არეალის დასუფთავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** გასიყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
** ბარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სერტიფიკატი და/ან ტრენინგზე დასწრების ცნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: contact@chreli-abano.ge და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |