www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზირებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** ​პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

** კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.
** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.
** გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას

ვაკანსია: ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30-18:30, ორშაბათი - პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: 800-1200 ლარი (გადასახადების ჩაუთვლელად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** აღრიცხვის რეგულარულად წარმოება დამსაქმებლის საქმიანობის შესახებ;
** კომპანიის თანამშრომელთა საწვავით უზრუნველყოფა შესაბამის მიმწოდებელთან თანამშრომლობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** კომპანიის თანამშრომელთა ყოველთვიური ხელფასების მართვაში დახმარების გაწევა მთავარი ბუღალტრისთვის;
** ინფორმაციის დროულად მიწოდება ხელმძღვანელისთვის არსებული დავალიანებების შესახებ, ასევე ყოველთვიური ბალანსის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში და/ან ხელმძღვანელის მოთხოვნით ინფორმაციის მიწოდება კლიენეტებისა და მიმწოდებლების დებეტ/კრედიტის შესახებ, პროდუქციის გაყიდვიანობადობისა და საბანკო სიტუაციის შესახებ;
** დროულად მომზადება და განხორციელება საჭირო საბანკო გადახდების კომპანიის მიმწოდებლებისთვის;
** საბუღალტრო დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მონიტორინგი;
** საბუღალტრო მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი, აგრეთვე ყოველკვირეული, ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების ან განცხადებების (საკრედიტო/სადებეტო) წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** სააღრიცხვო მეთოდების, პოლიტიკისა და პრინციპების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ბიზნეს-ადმინისტრირება);
** საქარველოს ორგანული კანონის "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში (მათ შორის Oris-ში) მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე (იმპორტის დეკლარაციებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel და ა.შ.).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პირადი და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |