www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MSZ Georgia
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "MSZ GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის ოფისისთვის.

კომპანია MSZ GEORGIA ფუნქციონირებს 2011 წლიდან და წარმატებით ეწევა როგორც, სავაჭრო-საშუამავლო მომსახურებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საერთაშორისო საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართული ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის შეთავაზებების გაკეთება, შეხვედრების ორგანიზება, მათგან შეკვეთების მიღება
** შესყიდვების პროცედურების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორი კომპანიების შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე:
n.rokva@msz.ge. Subject-ის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის ვებ გვერდი: http://www.mszgeorgia.com

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |