www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მხარშავ-ფერმენტატორი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას მხარშავ-ფერმენტატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახარშ და საფერმენტაციო განყოფილებაში ლუდის ხარშვის, ფერმენტაციისა და წყლის დამუშავების დროს მიმდინარე ყველა პროცესის კონტროლი;
** ხელმძღვანელობისგან მიწოდებული ლუდის ხარშვისა და ფერმენტაციის ინსტრუქციის/ რეცეპტურის ზუსტი დაცვა;
** საფილტრაციო სამსახურის ოპერატორებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** ჩაბარებული დანადგარებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა;
** დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაცია და უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის მაქსიმალური დაცვა;
** დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის ან/და ტექნიკური სამსახურისთვის;
** სამუშაო პროცესში საამქროს დადგენილი ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭებათ წარმოების სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მხარშავ-ფერმენტატორი".

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |