www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: MSZ Georgia
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "MSZ GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის ოფისისთვის.

კომპანია MSZ GEORGIA ფუნქციონირებს 2011 წლიდან და წარმატებით ეწევა როგორც, სავაჭრო-საშუამავლო მომსახურებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საერთაშორისო საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებს

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
** წლიური ბიუჯეტის მომზადება მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** მარკეტინგული გეგმისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** სარეკლამო და პრომო აქტივობების დაგეგმვა-უზრუნველყოფა
** კომპანიის მარკეტინგული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა.
** ბაზარზე არსებული სიახლეებისა და პროექტების მოძიება კომპანიის გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის.
** პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება.
** სარეკლამო და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
** პარტნიორ ორგანიზაციებთან მარკეტინგული კუთხით ურთიერთობა.
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი.
** მიზნობრივი გამოფენების, ფორუმების და სატელევიზიო გადაცემების მოძიება და მონაწილეობა;
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი.
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა ან მარკეტინგის მიმართულებით.
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** კომპანიების სტრატეგიისა და ბიუჯეტირების დაგეგმვის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel)ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე:
n.rokva@msz.ge. Subject-ის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის ვებ გვერდი: http://www.mszgeorgia.com

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |