www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მიმღები
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე თელავში, გურჯაანში, ახმეტაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი
** სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციით მაღაზიის დარბაზის მომარაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერირების უნარი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ
კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე dnapireli@nikoratrade.ge ან staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |