www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი თბილისი
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

სასტუმრო "Rooms Tbilisi" ეძებს შესაბამის კანდიდატს მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მცხობელი
დეპარტამენტი: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს პროდუქტის ხარისხი და ოპტიმალური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** გამოიყენოს სასწორი და სხვა საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
** დაეხმაროს მთავარ მცხობელსა და შეფ-მზარეულს;
** უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს; აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისთვის;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 30 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |