www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის მიღება;
** შეკვეთის ფორმირება;
** შეკვეთის მიწოდების კონტროლი;
** მობრუნებული პროდუქციის აღრიცხვა და ლიმიტის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრისელერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომანქანა;
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2019 წლის 31 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "პრისელერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |