www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეალიზაციის ოპერატორი
მომწოდებელი: EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

ლუდსახარში "ნატახტარი", EFES საქართველო - გახლავთ შვილობილი Anadolu Efes - ის, მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, რომელიც 10 წელია უკვე ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე როგორც მარკეტ ლიდერი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: რეალიზაციის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
ხელშეკრულების ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** მზა პროდუქციის გაყიდვის ორდერების გადამოწმება-დაბეჭდვა;
** გაცემული საქონლის შესაბამისი ზედნადების შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე ატვირთვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** კუთვნილი მეორადი საქონლის გაყიდვის სისტემური ასახვა:
** სასაჩუქრე პროდუქციისათვის საჭირო სისტემური გატარებების წარმოება და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** სარეკლამო მასალების და ინვენტარის გაცემისას, პირველადი დოკუმენტების გადამოწმება, სისტემაში შიდა გადაზიდვის განწესის მომზადება და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე ატვირთვა;
** ექსპორტზე გასული მზა პროდუქციის რეალიზაციის სისტემური ასახვა/კონტროლი;
** ექსპორტის დეკლარაციების სისტემაში ჩამოწერა და დებიტორის ბარათზე ასახვა/გადამოწმება;
** საბრუნავი საშუალებების გატანა/შემოტანისთვის საგზაო ზედნადებების გამოწერა;
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაბამისი სპეციალიზაცია)
** მსგავს სფეროში გამოცდილება - 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;დეტალებზე ორიენტირების უნარი;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |