www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საექსპოროტო ბაზრების მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას: საექსპოროტო ბაზრების მარკეტინგის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: სოფ. საგურამო

მოვალეობა:

** კომპანიის საექსპორტო მარკეტინგული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა.
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი
** საექსპორტო ბაზრებზე არსებული სიახლეებისა და პროექტების მოძიება კომპანიის გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის.
** პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება.
** პარტნიორ ორგანიზაციებთან მარკეტინგული კუთხით ურთიერთობა.
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა ან მარკეტინგის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება მარკეტენგის სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel)ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ( სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიტატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტო სურათთან ერთად და სამოტივაციო წერილი ელ ფოსტაზე hr@geobeer.ge. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |