www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური განყოფილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, ასევე წინასწარ დამტკიცებული გეგმით მიმდინარე კაპიტალურ სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელობა, დამტკიცებული გეგმებისა და პროექტების საფუძველზე.
** ტექნიკური სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულებისათვის აუცილებელი დაგეგმვითი სამუშაოების ხელმძღვანელობა;
** პროექტების საავტორო ზედამხედველობა, მიზანშეწონილი საინჟინრო გადაწყვეტილებებით;
** კონტრაქტორებისათვის სამუშაო ამოცანების და ინფორმაციების/მონაცემების მიწოდება;
** სამუშაოების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოებისა და წარდგენის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** პროექტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |