www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: ALMAL
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

"ALMAL.GE" არის საერთაშორისო Fintech კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფინანსურ მომსახურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან ონლაინ სესხების კომპანიაში ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

კომპეტენციები და უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@almal.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://www.almal.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |