www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტ-ოპერატორი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 5 ივლისი / განცხადების ვადა: 4 აგვისტო

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში, სამშენებლო მასალების მაღაზიაში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისში, ბათუმში და ახლა უკვე ქუთაისში.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო განათლების ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტირება და დახმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელზე პროდუქციის რეალიზაცია;
** შეკვეთის მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებისა და გაყიდვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
** სასაქონლო ზედნადებების შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთვა;
** პროგრამაში მუშაობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტ-ოპერატორი ქუთაისში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 4 აგვისტო, 2019 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |