www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"HSE Group" საქართველოს ბაზარზე კომპანიებს თავაზობს შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით საკონსულტაციო და აუთსორს მომსახურებას. კომპანია თანამშრომლობს ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან: ავერსის კლინიკები, Wizz Air Georgia, ინსტა, GD Alco, ფაბრიკა 1900, ფავორიტი, ხორცპროდუქტების კომპანია ვაკე და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას და საინტერესო სამოტივაციო სისტემას.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიზის და სწრაფი, ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** ეფექტური გაყიდვების პროცესის წარმოების და კონტროლოს უნარი;
** სწორი, გამართული მეტყველების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად & სწორად განაწილების უნარი;
** განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული;

მუშაობის გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.

დამატებითი მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული;
** შედეგებზე ორიენტირებულობა

მოვალეობები (დეტალურად):

** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ).
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება.
** ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა.
** სერვისების სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: d.gogsadze@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |