www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მარაგების კონტროლიორი/უსაფრთხ. სპეციალისტი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 7 აგვისტო

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.

"დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

პოზიცია: საწყობის მარაგების კონტროლიორი/უსაფრთხოების სპეციალისტი

მდებარეობა: ქუთაისი, სამტრედია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი, გასწორება;
** საწყობიდან გასული პროდუქციის დანაკლისი/ზედმეტობის კონტროლი;
** არსებული მაღაზიის ნაშთების კონტროლი, გასწორება;
** დაზიანებული- ვადაგასული პროდუქციის უტილიზაცია;
** სამეთვალყურეო კამერების კონტროლი;
** დაკარგული პროდუქციის მოძიება კამერების დახმარებით.

მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საწყობის აღწერების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება კამერების მეთვალყურეობის კუთხით;
** უმაღლესი განათლება;
** რისკების შეფასებისა და მართვის უნარები/გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |