www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფართოფორმატიან დანადგარებზე მბეჭდავი
მომწოდებელი: პრინტარეა
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი სარეკლამო კომპანია "პრინტარეა" აცხადებს ვაკანსიას ფართოფორმატიან დანადგარებზე მბეჭდავის პოზიციაზე.

"პრინტარეა" 2010 წლიდან სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს: ონლაინ, ციფრული და ფართოფორმატიანი ბეჭდვა, პრომო მასალების ბრენდირება, გრავირება, ტექსტილზე ბეჭდვა, მყარ ზედაპირზე ბეჭდვა და კრეატიული დიზაინი. "პრინტარეას" წარმატებას სარეკლამო მომსახურების ბაზარზე განაპირობებს კვალიფიციური პერსონალი, მუდმივად განახლებადი ტექნიკა და უახლესი დანადგარები. ჩვენი ვბეჭდავთ უმაღლესი ხარისხით მასალაზე, რაც მთავარია, უმოკლეს ვადაში.

მოვალეობები:

** საბეჭდი ფაილის მიღება და საბეჭდად მომზადება;
** ბეჭდვის პროცესში ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფართოფორმატიან საბეჭდ/სასერ დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Corel Draw, Photoshop, Illustrator.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10:00-19:00; შაბათს 11:00-19:00
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქ. #42.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@printarea.ge 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |