www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ავენიუ
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

თბილისის საქმიან ცენტრში - გამსახურდიას (პეკინის) გამზირი 5-ში ახლადგახსნილი ოთხ ვარსკვლავიანი "სასტუმრო ავენიუ" აცხადებს სასტუმროს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ ჯავშნების განხორციელება
** სტუმრების რეგისტრაცია, მიღება და განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
** სასტუმროს სერვისის მუდმივი კონტროლი;
** სმენის სრულფასოვნად გადაბარება

მოთხოვნები:

** ასაკი 18-30 წლამდე
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის ზოგადი ცოდნა;
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესად.
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო განრიგი: 12 საათიანი სამუშაო ცვლა, დღის/ღამის ცვლები. 9.00-დან - 21.00-მდე ანდა 21.00-დან 9.00-მდე, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 450 ლარი, მოგვიანებით ბონუსი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.nebieridze@hotmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |