www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SME დაზღვევის მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას SME დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერბუკის 1 (სპორტის სასახლის უკან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
** არსებული კლიენტების მომსახურება, დაზღვევის განახლებების შეთავაზება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, კორპორატიული ან/და მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით.
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "SME დაზღვევის მენეჯერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |