www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

შპს "ჯი ენ ელ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: მცოცავი გრაფიკის შესაბამისად. დასვენების დღეები გრაფიკის მიხედვით.
ანაზღაურება: ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან.
სტაჟირება: 2 კვირა.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური და რუსული ენების ცოდნას;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლის მოზიდვა;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა;
** ​პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |