www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" მომხმარებელს 14 წელია ემსახურება. კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებებით გამოირჩევა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ სერვისს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც.

ვაკანსია: სერვის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები

** დაათვალიეროს დასასუფთავებელი ობიექტი;
** აღწეროს შესასრულებელი დასუფთავების სამუშაოები;
** შეაფასოს დასუფთავების სამუშაოების სირთულე;
** განსაზღვროს დაბინძურების ხარისხი და ტექნიკური სირთულე;
** დასასუფთავებელ ფართს გადაუღოს ფოტოები და საჭიროების შემთხვევაში ვიდეო;
** შეავსოს დათვალიერების აქტი და წარუდგინოს ხელმძღვანელს;
** კლიენტთან შეხვედრისას, გააკეთოს მოკლე პრეზენტაცია კომპანიის შესახებ და მიაწოდოს მას დეტალური ინფორმაცია კომპანიის სერვისების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების უნარი
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 700 ლარი+ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არ განიხილებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |