www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 9 საცალო ობიექტს.

"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), True Instinct, Champion Petfoods (Acana, Orijen), Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Canvit და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** საქონლის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** გრაფიკი: სრული, ცვლებში (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა)
** ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 400 ლარი; დამატებითი საკომისიოს გამომუშავების შესაძლებლობა: 100-300 ლარი.

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ასაკი: 20 წლიდან
** სქესი: ნებისმიერი
** ზოო ან სხვა ტიპის საცალო მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
** ქართულის და ელემენტარული ინგლისურის/რუსულის ცოდნა.

უპირატესად ჩაითვლება:

** ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
** რუსულის საშუალო დონეზე ცოდნა
** შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლა
** Microsoft Office-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა
** 1c მაღაზიის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:

** ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას ელფოსტაზე: vacancy@zoomart.ge
** ელფოსტის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია"
** ელფოსტაზე თანდართული უნდა იყოს CV ფოტოსურათით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |