www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმორუმი
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"თერმორუმი" სწრაფად და დინამიურად მზარდი კომპანიაა გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში. ჩვენი კომპანია თავისი სფეროს ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, სამონტაჟო და გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. ჩვენი პარტნიორია 15 ქვეყნის 50 მოწინავე კომპანია.

კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი, სრული განაკვეთი).

მის.: ბელიაშვილის ქ. 43;
ტელ: +995 32 2 192550
ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/Thermorum/

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
** სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
** საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
** ლოგისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ახალი პარტნიორების ძიება;
** სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოგისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოგისტიკის სპეციალისტის, ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოგისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

​აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-18:00).

გთხოვთ, CV (აუცილებლად ფოტო სურათთან ერთად) გამოაგზავნოთ ჩვენს ელფოსტაზე: hr@trm.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |