www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მოპედ დეპო
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

კომპანია "მოპედ დეპო" საქართველოს ბაზარს 2017 წელს მოევლინა და მისი მიზანია ქვეყანაში დაამკვიდროს მოპედი როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება.

"მოპედ დეპო"-ს გეგმაშია შექმნას მომსახურების სრული ექო-სისტემა, რომელიც გააერთიანებს:

** სკუტერებისა და მოპედების მულტიბრენდულ მაღაზიათა ქსელს
** სკუტერების გაქირავებას
** აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზიათა ქსელს
** მომსახურების სერვის ცენტრებს

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა და ანგარიშის წარმოება;
** ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ხელფასების დაანგარიშება და შესაბამისი ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება
** შესყიდვებთან და რეალიაზციათან დაკავშირებული ანგარიშფაქტურების პროგრამული ასახვა შესაბამისი ზედნადებების მიხედვით და დადასტურება rs.ge-ზე;
** საწყობის და მაღაზიის მარაგების მართვა;
** ასევე, შესაძლებელია უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში დამატებითი დავალებების მიღება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ​მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.

სავალდებულოა:

** განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების პრაქტიკული ცოდნა; სასურველია Fina-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა

დაინტერსებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: teo.kunchulia@mopeddepot.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ "მთავარი ბუღალტერი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |