www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: HSC Group
გამოქვეყნდა: 8 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"HSC Group" (Hospitality Management Company) აცხადებს თბილისის და ყაზბეგის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროებისათვის შემდეგ ვაკანსიებს:

1. რეცეფციონისტი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** პრიორიტეტულია პროგრამა "ოდისეაში"-ში ან/და "ფიდელიოშო" მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** პრეზენტაბელური გარეგნობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV. ელ. ფოსტაზე: hr@hscgroup.ge და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეცეფციონისტი".

2. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია)
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

** სასურველია პროგრამა "მაიკროს"-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV. ელ. ფოსტაზე: hr@hscgroup.ge და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი"

3. გაყიდვები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV. ელ. ფოსტაზე: hr@hscgroup.ge და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

4. IT მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვის პროცესის მხარდაჭერა, დეპარტამენტებთან კოლაბორაცია;
** პროექტების მიმდინარეობის ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა, გაუმჯობესების გზებზე რეკომენდაციების ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტების მართვის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია IT პროექტების მიმართულებით);
** პროექტების მართვის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვა - სამუშაოს შესრულების ვადების დაცვა;
** პროექტის ფარგლებში ტექნიკური რისკების შეფასებისა და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** საკითხების სისტემური გადაწყვეტის უნარი;
** კლიენტების საჭიროებებზე ორიენტაცია;
** პროცესების ჩამოყალიბების და დანერგვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV. ელ. ფოსტაზე: hr@hscgroup.ge და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "IT მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |