www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - სურსათის უვნებლობის კონსულტანტის ასისტენტი
მომწოდებელი: ISO Consulting
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

"ISO Consulting" ახალ კურსდამთავრებულებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე - "სურსათის უვნებლობის კონსულტანტის ასისტენტი".

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

** სტაჟირების პერიოდში შეთანხმებისამებრ;
** სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში - სრული.

სტაჟირების პირობები:

** სტაჟირების ვადა - 5 თვე.
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში - 300 ლარი (ხელზე მისაღები).

სტაჟირების პერიოდში პროგრამის მონაწილეს საშუალება ექნება:

** გაეცნოს სურსათის უვნებლობაში ISO-ს შესაბამის სტანდარტებს
** დაესწროს ISO-ს ტრენინგებს
** მიიღოს საწარმოო პრაქტიკა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც იყენებენ ან სურთ გამოიყენონ ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები (HACCP, ISO 22000, GlobalGAP და სხვა სტანდარტები).

სტაჟირების ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეს საშუალება ეძლევა დასაქმდეს "ISO Consulting"-ში ან სხვა ორგანიზაციაში, რომელიც იყენებს ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტებს.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი) ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

** საბუნებისმეტყველო სპეციალობები (ქიმია-ბიოლოგიის განხრით)
** კომუნალური მედიცინა ან შრომის ჰიგიენა
** კვების ტექნოლოგია
** სხვა, რომელიც დაკავშირებული იქნება სურათის უვნებლობასთან.

2. სავალდებულოა - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა) - Advanced level
3. ქართული ენის ცოდნა
4. საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებმაც:

** წარჩინებით დაასრულეს საშუალო სკოლა.
** წარჩინებით დაასრულეს უმაღლესი სასწავლებელი.

პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.

შერჩევის 1-ლი ეტაპი: ტესტირება 2 ნაწილად შემდეგ საკითხებში:

** სურსათის უვნებლობის ტესტი
** ინგლისურის ტესტი
** ქართული ენის ტესტი
** უნარების ტესტი.

შერჩევის მე-2 ეტაპი: გასაუბრება პროფესიული მიმართულებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სურსათის უვნებლობის სტაჟირების პროგრამა".

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.isoconsulting.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |