www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სოფთლაინ საქართველო
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

"სოფთლაინი" - არის ლიდერი აიტი გადაწყვეტილებების, სერვისების და ლიცენზიების მიმწოდებელი გლობალური კომპანია, რომელიც მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკისა და აზიის განვითარებად ბაზრებზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებელს მიაღწიონ ციფრულ ტრანსფორმაციასა და დაიცვან საკუთარი ბიზნესი კიბერ ტექნოლოგიების დახმარებით. კომპანიის 2017 წლის ბრუნვამ გადააჭარბა $ 1, 19 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 30% -ით გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ოფისები მსოფლიოს 50 ქვეყანასა და 95 ქალაქში. 25 წლის მანძილზე ჩვენ შევძელით სწრაფი განვითარება, მომხმარებელთა ნდობის გამართლება და მათი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

გახდე ჩვენი კომპანიის წევრი, გულისხმობს საინტერესო გამოწვევებს, საერთაშორისო ექსპერტთა გუნდთან და წამყვან IT მომწოდებლებთან ერთად, ღირებული გამოცდილების მიღებას.

"სოფთლაინ საქართველო" ეძებს გაყიდვების მენეჯერს (Account Manager) მცირე და საშუალო ბიზნესის (SMB) მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

კომპანიაში არსებობს განვითარების მაღალი შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სტრუქტურირებული სამუშაო პროცესები და ჯანსაღი, სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (შესაძლოა მივლინებები ქვეყნის შიგნით ან გარეთ);
სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1500 - 3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით).

სამუშაო მოთხოვნები:

** სანდო და გრძელვადინი ურთიერთობების დამყარება პარტნიორ კომპანიებთან და მომხმარებლებთან;
** მოთხოვნის და ამოცანების შესაბამისად გადაწყვეტილებების დროულად მომზადება;
** მონაწილეობა დაგეგმილ სემინარებსა და შეხვედრებში;
** პროექტის მართვა და თანმდევი დოკუმენტების მომზადების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია IT სფეროში);
** აქტიურ გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (IT სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** დაინტერესება IT სფეროს მიმართ;
** კარგად მეტყველების უნარი ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მიზნის დასახვისა და მიღწევის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გადაწყვტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ცოდნის მიღებასა და განვითარებაზე ორიენტირებული.

იმისათვის, რომ შემოურთდეთ ჩვენს პროფესიონალთა გუნდს და გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება შემდეგ მეილზე: Info.ge@softlinegroup.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |