www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: კრედიტორი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

შპს მსო "კრედიტორი" 2011 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანია "კრედიტორი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** სესხის პროექტის შედგენა და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური (კვარტალური, წლიური) გეგმიური მაჩვენებლების შესრულების მართვა;
** ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში, საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@creditor.ge და საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი, 2019 წ.

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |