www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: დაზოგე.ჯი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია "Dazoge.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "Dazoge.ge" არის ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში 2015 წლიდან. ჩვენი პლატფორმა აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვაკანსიის შესახებ:

აღნიშნული ვაკანსია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღებისა და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა;
** გამავალი ზარების განხორციელება გაყიდვების პროცესის დასასრულებლად;
** ონლაინ ჩათის მართვა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო ან სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება.

სასურველია:

** გამოცდილება სატელეფონო გაყიდვებში;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ონლაინ ჩათში მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი, 2019 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dazoge.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |