www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დაზოგე.ჯი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია "Dazoge.ge" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების (პროდუქციის კატეგორიის) მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Dazoge.ge" არის ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში 2015 წლიდან. ჩვენი პლატფორმა აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვაკანსიის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება, მათი პროდუქციის ფასების შედარება და პოზიციონირება ბაზარზე არსებული კონკურენტული ბრენდების ფასებთან;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ მომწოდებლებთან;
** მომწოდებელთან შეთანხმებით პროდუქციის კონკურენტული გასაყიდი ფასის დადგენა;
** არსებულ ასორტიმენტზე კონკურენტების ფასების და დამატებითი შეთავაზებების ანალიზი და შესაბამისად რეაგირება;
** თითოეული მომწოდებლის შეკვეთის დამუშავება და პროგრამაში შესაყვანად გამზადება;
** ყოველკვირეული და ყოველდღიური პრომო შეთავაზებების დაგეგმვა და შეთანხმება ხელმძღვანელობასთან;
** გაყიდვების ანალიზი და მასზე დაყრდნობით ოპტიმალური მარაგების დაგეგმვა საწყობში, რათა გამოირიცხოს მარაგების როგორც სიჭარბე, ასევე დეფიციტი;
** ვებ-გვერდზე ატვირთული კონტენტის კონტროლი;
** პროდუქციის ასორტიმენტის ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების ან მენეჯმენტის განხრა);
** კორპორატიული გაყიდვების/შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მწარმოებლებთან/ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება და ქართული ბაზრის თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** სასურველია Fina-ს საშუალო დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარდგენის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი, 2019 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dazoge.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "შესყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |