www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Club 71
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

გამაჯანსაღებელი ცენტრი "კლუბი 71" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

"კლუბ 71"-ში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო - სპა, საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სპორტული სტუდია, საცოცი კედელი... სპაში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, რელაქსაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი აქტივების მონიტორინგი, ინვენტარიზაცია, დასაწყობება;
** კლუბის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა (გაგრილების სისტემა, ტრენაჟორები, საქვაბე სისტემა, აუზის დანადგარები);
** მცირე ტექნიკური სამუშაოების უზრუნველყოფა;
** ობიექტების მონიტორინგი ტექნიკური მდგომარეობის ადგილზე შემოწმების მიზნით;
** საჭიროებისამებრ, სპეციალისტების გამოძახება და მათი სამუშაოების კოორდინაცია, კონტროლი, ჩაბარება;
** საჭირო ტექნიკური შესყიდვების კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
** საჭირო ბიუჯეტის შეთანხმება გენერალურ მენეჯერთან;
** ინვენტარის აღრიცხვა, მართვა, მოვლა პატრონობა;
** ობიექტების მოვლა პატრონობა, გასაღებების კონტროლი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან - 19:00 საათის ჩათვლით.

თუ თვლით, რომ შეძლებთ თავი გაართვათ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკოსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |