www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

საწყობის ოპერატორის ძირითადი მოვალეობაა:

** საწყობში საქონლის მოძრაობის ყოველდღიური დოკუმენტალური კონტროლი (1C პროგრამაში)
** შესყიდვების დოკუმენტაციის შემოწმება, საწყობთან შედარება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება, კონტროლი, შედეგების აღრიცხვა
** ყოველდღიურ რეჟიმში ნაშთების შემთხვევითი გადამოწმება
** ბუღალტერიისთვის ყოველდღიური რეპორტის მომზადება
** პროგრამაში მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** Excel-ის და საოპერაციო პროგრამების ცოდნა
** სავალდებულოა პროგრამა 1C მუშაობის გამოცდილება
** სასურველი საწყობის ოპერატორთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** რკინის სამშენებლო მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** მათემატიკური აზროვნების უნარი
** დეტალებისადმი ყურადღება
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი - სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ 05/053
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის ოპერატორი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |