www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** მოქმედი და ამორტიზებული ობიექტების აღდგენა-გაძლიერების საპროექტო (კონსტრუქციული ნაწილი) დოკუმენტაციის, მათ შორის შენობა-ნაგებობებისა და მილსადენების შექმნა;
** ახალი დასაპროექტებელი ობიექტებისთვის შენობა-ნაგებობების, ლითონკონსტრუქციების, მილსადენების და სპეციფიკური ნაგებობების, კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება, როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
** სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოძიება და დეპარტამენტებისთვის გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო- საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო სფეროში);
** არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე;
** სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა: რუსული ან ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდანა: AutoCAD Robot, LIRA Construction ან ანალოგიური ტიპის პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2019 წლის 9 აგვისტოსი.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |