www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: The One
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

სასტუმრო "The One" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების მიღება და კომუნიკაცია შემოსასვლელ სტუმრებთან;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
** სასტუმროს სერვისის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორი კოორდინირება

მოთხოვნები:

** ასაკი 18-დან 40 წლამდე;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის ზოგადი ცოდნა;
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მესამე დღეს.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ ფოსტაზე: info@theone-hotel.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 345 559

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |