www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Club 71
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

გამაჯანსაღებელი ცენტრი "კლუბი 71" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"კლუბ 71"-ში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო - სპა, საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სპორტული სტუდია, საცოცი კედელი. სპაში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, რელაქსაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კლუბის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა - ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
** პერიოდული რეპორტინგი კლუბის გენერალურ მენეჯერთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, მარკეტინგის მიმართულებით);
** მარკეტინგში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** MS Office - პროგრამების კარგად ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან - 19:00 საათის ჩათვლით.

თუ თვლით, რომ შეძლებთ თავი გაართვათ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |