www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

** მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** კომპანიის საიმიჯო მასალების შექმნაზე მუშაობა;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება და განხილვა კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
** დანახარჯების ყოველთვიური აღრიცხვა და კონტროლი;
** კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინისთვის ბრიფის შემუშავება და რედაქტირება;
** გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
** კომპანიის სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მართვა-ადმინისტრირება;
** ფოტოგადაღება;
** შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** კრეატიული;
** კარგი მეტყველებითი და წერითი უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი - სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ 05/053
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |