www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ტექნიკოსი, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ალტაოქეი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

შპს "ალტაოქეი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 13 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტაოქეი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სახილეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტაოქეი" აცხადებს ვაკანსიებს ბათუმის მაღაზიისთვის შემდეგ პოზიციებზე:

1. მაღაზიის ტექნიკოსი

სამსახურის მახასიათებლები:

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (დასვენება: კვირაში ორი დღე);
** საკომპენსაციო პაკეტი: ფიქსირებული ანაზღაურება;
** საბონუსე ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია IT მიმართულებით, (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

სამუშაო მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და ფუნქციური თავისებურებების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, შეძენილი პროდუქტის ფუნქციონალურ თუ ტექნიკურ მახასიათებელზე;
** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის შემოწმება და სხვადასხვა ფუნქციების დემონსტრირება;
** შეძენილი პროდუქტისთვის ლიცენზირებული პროგრამების შეთავაზება და ინსტალირება;

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

2. გაყიდვების კონსულტანტი

სამსახურის მახასიათებლები:

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (დასვენება: კვირაში ორი დღე);
** საკომპენსაციო პაკეტი: ფიქსირებული ანაზღაურება;
** საბონუსე ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების გახორციელებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@altaok.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 9 აგვისტო 2019 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |