www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ქ. წილკანში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "კაიაკი", "ყაზბეგი" "შავი ლომი", "კრუშოვიცე", "ამსტელი"; ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
** ნაშთებისა და მარაგების პროგრამული კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთების შესრულების კონტროლი
** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება.
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** MS Office( აუცილებელია excel-ის ცოდნა;)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სხარტი აზროვნება
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com; გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |