www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.

"გლობალ ბიერ ჯორჯია" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან იწყებს. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი. თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წელი
** უმაღლესი განთლება
** გაყიდვების, მარკეტინგის, თრეიდმარკეტინგის ან მერჩინდაიზინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |