www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

საოპერაციო მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

** საქონლის მიწოდების სრულ ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით
** ნაშთებისა და მარაგების სწორი განაწილება და მარაგების ბრუნვის ეფექტურობის გაუმჯობესება
** საწყობების, ტექნიკური და ძირითადი საშუალებების სამსახურების მართვა
** სასაქონლო მარაგების აღწერის ჯგუფების მართვა-კონტროლი და დანაკლისის მაჩვენებლის შემცირებაზე ზრუნვა ფინანსურ მენეჯერთან კოორდინაციაში
** დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულების კვარტალური, წლიური ბიუჯეტების შედგენა და შესრულების მონიტორინგი
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა. პროცესის მუდმივი მონიტორინგი და რეპორტინგი მენეჯმენტთან.
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან, მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების გუნდთან ერთად, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი მონიტორინგი; არსებული მომხმარებლების მოთხოვნების და საჭიროებების მუდმივი ანალიზი.
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შედეგების მენეჯმენტთან პერიოდული კომუნიკაცია/პრეზენტაცია.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათ მიერ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი; კომერციული ქმედებების მონიტორინგის განხორციელება და საზომი პარამეტრების შემოტანა (KPI)
** თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული მიმართულების მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირებაში მონაწილეობა და პრაქტიკაში დანერგვა
** დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლების ოპერატიულ საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერის განხორციელება
** სხვა დამხმარე პროცესების ანალიზი, შემუშავება, კონტროლი, მართვა
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ფინანსების განხრით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე (დეპარტამენტის უფროსი, კომერციული დირექტორი და სხვა) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 30-50 კაციან გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი - სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ 05/053
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საოპერაციო მენეჯერი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |