www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: Club 71
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

გამაჯანსაღებელი ცენტრი "კლუბი 71" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

"კლუბ 71"-ში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო - სპა, საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სპორტული სტუდია, საცოცი კედელი. სპაში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, რელაქსაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** კლუბის წევრების რაოდენობის ზრდა - ინდივიდუალური თუ კორპორატიული პაკეტების შეთავაზება/გაყიდვები;
** დაინტერესებული სტუმრებისთვის კლუბში გაცნობითი ტურის მოწყობა და გაყიდვების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიულ დაგეგმარებაში ჩართულობა, სიახლეების დანერგვა;
** ყოველდღიურად სალაროს მართვა, ქეშის კონტროლი;
** ხელშეკრულებების გაფორმება კლუბის ახალ წევრებთან;
** კლუბის წევრების ლოიალობის ზრდასა და არსებული წევრების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მთლიანი კლუბის წარმატებულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კლუბის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის გადამოწმება დეპარტამენტების მენეჯერებთან, მათი მონიტორინგი და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა;
** კლუბის დილით გახსნისა და საღამოს დახურვის სამუშაოების ორგანიზება;
** სოფტზე მუშაობა, ინფორმაციის რედაქტირება და რეპორტების მომზადება;
** სხვადასხვა ანალიზის თუ რეპორტის დამუშავება საჭიროებიდან გამომდინარე;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** აუცილებელია რუსული ან/და ინგლისურის ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

თუ თვლით, რომ შეძლებთ თავი გაართვათ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |