www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის უფროსი
მომწოდებელი: კრედიტორი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტორი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობაზე თბილისში.

"კრედიტორი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო, ოპერირებს თბილისსა და მარნეულში. სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით და კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრის ბიზნეს შედეგების მართვა;
** საკრედიტო პორთფელის რისკების მართვა;
** სალაროს მეურნეობის მართვა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საკრედიტო კომიტეტში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი
** პერიოდული ანგარიშგებები.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
** ორგანიზაციული მართვისა და ცოდნის სათანადო დონე;
** მიკროსაკრედიტო ბაზრისა და მარკეტინგის ცოდნის სათანადო დონე;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) და დროის მართვის სათანადო უნარი;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად/ოპერატიულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი, პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@creditor.ge 2019 წლის 30 ივლისამდე. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის ცენტრის უფროსი".

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |