www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Adintelligence
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

ციფრული სარეკლამო სააგენტო "Adintelligence" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა პოზიციის მოთხოვნის შესაბამისად;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქს. ხელფასს + ბონუსი გაყიდული მომსახურებიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, შარტავას 18.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@webintelligence.de

ფოტოსურათის გარეშე გადმოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |