www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპა მენეჯერი
მომწოდებელი: Club 71
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

გამაჯანსაღებელი ცენტრი "კლუბი 71" აცხადებს ვაკანსიას სპა მენეჯერის პოზიციაზე.

"კლუბ 71"-ში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო - სპა, საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სპორტული სტუდია, საცოცი კედელი... სპაში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, რელაქსაციისა და განწყობის ამაღლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სპა - ცენტრის წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება კლუბის დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან;
** უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** უზრუნველყოს სისუფთავე და თანამშრომელთა მოწესრიგებული გარეგნობა სპა-ცენტრში;
** ზედამხედველობა გაუწიოს სპა- ცენტრის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, გუნდურ მუშაობას და იზრუნოს გაწეული სამუშაოს ეფექტურობის გაზრდაზე;
** გამოააშკარავოს განყოფილების თანამშრომლებისათვის ტრეინინგის საჭიროებები და მიიღოს მონაწილეობა მათ დაგეგმვაში;
** მიიღოს სათანადო მონაწილეობა სპა-მიმართულების თანამშრომლების სწავლებაში;
** აკონტროლოს ყოველდღიური რეპორტი;
** აკონტროლოს გადახდები და ინვოისები;
** დაგეგმოს და აკონტროლოს შესყიდვები;
** ინვენტარიზაცია, ნაშთების კონტროლი;
** სპას ბიუჯეტის, შემოსავლებისა და დანახარჯების დაგეგმვა, შეთანხმება კლუბის გენერალურ მენეჯერთან და შესრულება;
** სპას წევრების ლოიალობის ზრდასა და არსებული წევრების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების შესწავლა და მათი სიახლეების მონიტორინგი;
** გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან და გენერალურ მენეჯერთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპა მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ლიდერობის, ორგანიზებისა და სტუმრებზე ზრუნვის უნარები.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან - 19:00 საათის ჩათვლით.

თუ თვლით, რომ შეძლებთ თავი გაართვათ დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სპა მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |