www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, - რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი საიტი: http://www.primeconcrete.ge

პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რეგიონი (პროექტის ადგილმდებარეობის შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფით)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყობა
** მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით
** სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება
** სამშენებლო ობიექტზე რისკების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი
შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პირდაპირი კავშირი დამკვეთთან, ინჟინერთან, ქვეკონტრაქტორთან და ყველა იმ პირთან ვინც მონაწილეობს მშენებლობის პროცესში
** პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა
** მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედებებს შესრულებას (სიმაღლეზე მოქმედება, შეზღუდულ სივრცეში მოქმედება, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ. )

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო პროექტზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების ცოდნა
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |