www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის/ანალიტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის/ანალიტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე.

"მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით.

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

მოვალეობები:

** ყოველდღიური და პერიოდული რაპორტების მომზადება
** ფინანსური ანგარიშგების მომხარებლებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება
** დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შედარება და ანალიზი
** ანალიტიკური ცხრილების მომზადება
** ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება
** საბონუსე კალკულაციების მომზადება
** სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური და სტატისტკური ინფორმაციის დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
** ანალოგიურ პოზიცაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საფინანსო, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია Excel-ის სრულყოფილი, საფუძვლიანი ცოდნა,
** ბრუნვითი უწყისიდან ფინანსური ანგარიშგების აწყობის და ანალიტიკური ცხრილების მომზადების უნარი და გამოცდილება;
** სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება პლიუსად.
** ინგლისური ენის ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი -პარასკევი
** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@eurocredit.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ივლისი.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |