www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების მენეჯერი
მომწოდებელი: სითი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგის და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, ჟ. შარტავას 35.

სქესი: მამრობითი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია (არასავალდებულო) ბანკში და/ან საკრედიტო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარი (როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი);

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების მართვა (ვადაგადაცილებულ სესხებზე აქტიური მუშაობა);
** ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი;

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პრობლემური სესხების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |