www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო მარკეტინგის წარმომადგენელი
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეორე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - "TOP Employer 2019" - ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს სავაჭრო მარკეტინგის წარმომადგენლის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი.

რა უნდა გავაკეთო?

** სავაჭრო წერტილებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების ხარისხიანად შესრულების კონტროლი, კერძოდ: სავაჭრო წერტილებზე რეგულარული ვიზიტები, შესაბამისი შედეგების ანალიზი და წარდგენა,
** სავაჭრო წერტილებზე წარმოდგენილი სავაჭრო მოწყობილობების ეფექტური გამოყენებისათვის სავაჭრო მარკეტინგის მენეჯერთან და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
** დროის გარკვეულ მონაკვეთებში დაგეგმილი სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესახებ გაყიდვების გუნდის წინასწარ ინფორმირება.
** ყველა მიმდინარე სავაჭრო მარკეტინგული აქტივობის ეფექტური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა: სავაჭრო მოწყობილობების განლაგების გეგმის შემუშავება, პროდუქციის და სავაჭრო მოწყობილობების პრეზენტაცია.

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** პროფესიული განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სავაჭრო მარკეტინგის, გაყიდვების სფეროში
** MS Office პროგრამების ცოდნა
** აქტიური, ენერგიული, განვითარებაზე ორიენტირებული
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგების მიღწევაზე ორიენტაცია
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა.

უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ კანდიდატებს.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 2019 წლის 25 ივლისისა და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |