www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: SWEEFT Digital Agency
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"Sweeft Digital Agency" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის თანამდებობაზე

"Sweeft Digital Agency" არის ქართულ-იტალიური ინტერნეტ-ტექნოლოგიური კომპანია, რომლის ოფისიც წარმოდგენილია საქართველოში და უწევს IT მომსახურებას სხვადასხვა უცხოურ თუ ადგილობრივ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს.

დეპარტამენტი: საოპერაციო დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-დალაგება, წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების დამუშავება;
** ხელშეკრულებაში არსებული ინფორმაციის სპეციალურ პროგრამაში შეყვანა/რეგისტრაცია;
** კლიენტთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ, რეპორტინგი ანგარიშვალდებულ პირთან;
** უშუალო ხელმძღვანელის სამსახურთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel, Word);
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა;
** ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** საქმისადმი მიდგომა მაღალი პასუხისმგებლობით;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** მოწესრიგებულობის მაღალი დონე;
** სტრესულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** მეგობრული გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@sweeftdigital.com 2019 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, პოზიციის დასახელება - "ტესტერი" - მიუთითოთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემოსული CV-ების სიმრავლიდან გამომდინარე, "Sweeft Digital Agency"-ს შერჩევის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს

ჩვენ შრომით ურთიერთობებს ვაწარმოებთ მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის პრინციპით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |