www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SEO სპეციალისტი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში სამი წელია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევძელით ამ მიზნის განხორციელება. კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად, მარკეტინგის განყოფილებაში ვეძებთ SEO სპეციალისტს.

მოვალეობები:

** SEO პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;
** ე.წ. "ტრაფიკის" პროგნოზირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** მიზნობრივ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა;
** შიდა და გარე ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** საიტების განთავსება საძიებო სისტემების რეკომენდაციების შესაბამისად;
** საიტების სტრუქტურის ოპტიმიზაცია, კონტენტის მორგება სხვადასხვა საიტისა და სოციალური მედიისთვის;
** კონკურენტი კომპანიების SEO სტრატეგიის ანალიზი.

მოთხოვნები:

** SEO სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** HTML და CSS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას როგორც თბილისის, ასევე უცხოურ ფილიალებში;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე ან 11:00-დან 20:00-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება).
** ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "SEO სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |