www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 28 ივლისი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას IT ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ბანკ საქართველოს" საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია.

პოზიციის ძირითადი მიზანი:

პროგრამული კოდის ხარისხის გაუმჯობესება, საბანკო/ონლაინ პროდუქტების უსაფრთხოების ამაღლება, კლიენტთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, პროგრამული პროდუქტების დოკუმენტირება.

მოვალეობები:

** პროგრამისტების მიერ შექმნილი პროგრამული კოდის საწყის დავალებასთან შესაბამისობის ტესტირება
** ბანკის კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფისათვის ავტომატური ტესტების შექმნა
** ბანკის კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფისათვის მანუალური ტესტების შექმნა
** საბანკო პროდუქტების უსაფრთხოების ჯგუფის მიერ შექმნილი რეკომენდაციების და ჩექლისტების იმპლემენტაცია სატესტო გარემოში და ახლად შექმნილი კოდის ან პროგრამული ცვლილებების ტესტირება ამ ჩექლისტებთან შესაბამისობასთან.
** პროდუქტის დანერგვის შემდეგ სხვადასხვა ფუნქციონალის და მოთხოვნის პერიოდული შემოწმება.
** პროგრამული პროდუქტის დოკუმენტაციის შექმნა და განახლება.

მოთხოვნები:

** IT ბექგრაუნდი - გამოცდილება პროგრამირებაში
** პროგრამული კოდის გაანალიზების უნარ-ჩვევები
** ტესტირების სისტემების საფუძვლიანი ცოდნა
** სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ISO 9000-ის მოთხოვნების ცოდნა (სასურველია)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** კომპლექსური საკითხების გადმოცემის უნარი
** მკაცრი ვადების დაცვის უნარი
** კოორდინირების უნარი
** ინგლისურის ცოდნა - მინიმუმ B1.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.department@procreditbank.ge - ვაკანსიის დასახელებით "IT Quality Assurance Specialist".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 2019 წელი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |